''თქვენ, გეცინებათ !'' - მიულერის უხეში საუბარი მძიმე მარცხის შემდეგ
Aa
Aa

''თქვენ, გეცინებათ !'' - მიულერის უხეში საუბარი მძიმე მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მიუნხენის ''ბაიერნი'' გერმანიის თასზე რანგით მეორე ლიგის კლუბ ''ჰოლშტაინ კილისთან'' პენალტების სერიაში დამარცხდა. მატჩის შემდეგ მიუნხენელთა ერთ-ერთი ლიდერი ტომას მიულერი ARD-ის ჟურნალისტს, ვალესკა ჰომბურგს უხეშად ესაუბრა. გერმანელი მოთამაშე ჟურნალისტის იმ კითხვამ გააბრაზა, რომელიც მოულოდნელი მარცხის შემდეგ მიუნხენური კლუბის გასახდელში შექმნილ განწყობას ეხებოდა.

მიულერის პასუხი ასეთი იყო: ''თქვენ რას ფიქრობთ? გეცინებათ!''

ჰომბურგი: ''არ მეცინება.'' (რეპორტიორი ახალ წინადადებას იწყებდა, თუმცა მიულერმა არ დააცადა).

მიულერი: ''არა, თქვენ ნამდვილად იცინოდით!''

ჰომბურგი: ''ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ''ბაიერნი'' ასე ადრე დაემშვიდობა გერმანიის თასს. გასახდელში ისაუბრეთ მარცხის მიზეზებზე?''

მიულერი: ''არა, ეს ჯერ ადრეა. განწყობა მატჩის შედეგიდან გამომდინარეობს და კარგი ნამდვილად არაა. ფეხბურთელები განადგურებულები ვართ.''

ჰომბურგი: ''დიახ, ეს მარტივი წარმოსადგენია. მადლობა საუბრისთვის, კარგ საღამოს გისურვებთ''.

გაბრაზებული და გაღიზიანებული მიულერი ჟურნალისტს კარგად დაემშვიდობა.

20-წლიანი პაუზის შემდეგ ''ბაიერნი'' გერმანიის თასის გათამაშებას 1/16-ფინალურ ეტაპზე დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მიუნხენური გრანდი მატჩის ძირითად დროში გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა მე-5 დამატებულ წუთზე ''კილის'' ფეხბურთელმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. დამატებით დროში გოლი არ გასულა, ხოლო პენალტების სერია მასპინძლებმა 6:5 მოიგეს და გერმანული გრანდი სეზონის მინიმუმ ერთი ტიტულის გარეშე დაასრულებს.

2000-01 წლების სეზონში ''ბაიერნი'' გერმანიის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ''მაგდებურგთან'' პენალტების სერიაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები