უბრძოლველად დამარცხდა ! -  ტოჩინოშინის უარყოფითი ბალანსი
Aa
Aa

უბრძოლველად დამარცხდა ! - ტოჩინოშინის უარყოფითი ბალანსი

2021 წლის პირველ სუპერტურნირზე, ''ჰაცუ ბაშოზე'' აღმოსავლეთის მეოთხე მაეგიშირა ტოჩინოშინმა მეხუთე ბრძოლა გამართა. 33 წლის ქართველი სუმოისტის, ექს-ოძეკის მეტოქე ოძეკი ასანოიამა გახლდათ. ფაქტობრივად ბრძოლა არ შედგა, ასანოიამამ ძალიან მარტივად იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

დღევანდელ შეხვედრამდე ტოჩინოშინი და ოძეკი ასანოიამა 2 მოგებითა და 2 მარცხით მოვიდნენ. აქედან გამომდინარე დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად ტურნირის მე-5 დღე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ასანოიამამ დადებითი ბალანსი მოიპოვა, ხოლო ტოჩინოშინი უარყოფით ბალანსზეა. ამ შეხვედრამდე ტოჩინოშინისა და ასანოიამას 6 დაპირისპირებიდან ქართველმა მხოლოდ 2 მოიგო. ასანოიამა ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ტოჩინოშინის მხრიდან უფრო აქტიური გამოსვლა იყო მოსალოდნელი.

ოძეკ ასანოიამასთან შეხვედრამდე ტოჩინოშინმა ტამავაშისა და შოთა ენდოს იორიკირის ილეთით სძლია, ხოლო ოკინოუმისთან და ტერუნოფუჯისთან დამარცხდა.

სუპერტურნირის მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი შოდაი იქნება. მათ შორის გამართული 17 შეხვედრიდან ლევან გორგაძემ მხოლოდ 7 მოიგო, 10 შეხვედრაში კი დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები