მორიგი აღიარება - გრიგალაშვილი დოჰაში საუკეთესოდ დაასახელეს
Aa
Aa

მორიგი აღიარება - გრიგალაშვილი დოჰაში საუკეთესოდ დაასახელეს

დოჰაში დასრულებული მასტერსის საუკეთესო კაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დასახელდა.

საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი კვლავ გამოარჩია.

ტატომ ყატარში 5 ორთაბრძოლა გამართა და 4 იპონით დაასრულა. გრიგალაშვილმა ხუთივე დაპირისპირების მოგება 16 წუთსა 33 წამში შეძლო.

დოჰას ტატამზე გრიგალაშვილმა უნგრელ ატილა უნგვარს, იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს, რუს ალან ხუბეცოვს, კორეელ სუნხო ლისა და ნედერლანდელ ფრანკ დე ვიტს აჯობა. 

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2019-2020 წლების სეზონების მიხედვით შემაჯამებელი გამოკითხვა ჩაატარა და ნომინაციაში წლის "ამომავალი ვარსკვლავი" ტატო გრიგალაშვილი დაასახელა.

საქართველო დელეგაციამ კი დოჰას მასტერსი 5 მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

ტურნირზე ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს, ვერცხლს ბექა ღვინიაშვილი დასჯერდა,ხოლო ბრინჯაოს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა ბექაურმა დასაიკუთრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები