Aa
Aa

მეოცე სამმაგი - იანისი ელიტარულ კომპანიაშია

„მილუოკი ბაქსის“ სუპერვარსკვლავმა, იანის ანტეტოკოუნმპომ მორიგი მიღწევა გაიფორმა. „დეტროიტ პისტონსთან“ გამართულ შეხვედრაში „გრიკ ფრიკმა“ სამმაგი დუბლი შეასრულა და 22 ქულა, 10 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ანტეტოკოუნმპოსთვის ეს ტრიპლ დაბლი კარიერაში მეოცე გახლავთ და იგი NBA-ის ისტორიაში 28-ე კალათბურთელი გახდა, რომელმაც მინიმუმ 20 სამმაგი დუბლი გააკეთა. მოქმედი მოთამაშეებიდან ამ შედეგს მხოლოდ უესტბრუკმა, ლებრონმა, ჰარდენმა, იოკიჩმა, რონდომ, სიმონსმა, დონჩიჩმა და დრეიმონდ გრინმა მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ ანტეტოკოუნმპომ პარკეტზე 33 წუთზე მეტი გაატარა და მისმა გუნდმა „დეტროიტს“ 110-101 სძლია. „გრიკ ფრიკის“ გარდა 21 ქულით ჯრუ ჰოლიდეი გამოირჩა. ბრინ ფორბსს 13 ქულა ჰქონდა, ხოლო მიდლტონმა და პორტისმა 12 და 11 ქულა დააგროვეს.

ცნობისთვის, „მილუოკის“ ანგარიშზე 8 მოგება და 4 მარცხია. „ბაქსი“ მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს გამართავს და ზემოთ ხსენებული ლუკა დონჩიჩის „დალას მავერიქსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები