გუნდთან ერთად ვარჯიშს კვირის ბოლოს განაახლებს - ოქრიაშვილი ანორთოსისს უბრუნდება
Aa
Aa

გუნდთან ერთად ვარჯიშს კვირის ბოლოს განაახლებს - ოქრიაშვილი ანორთოსისს უბრუნდება

„ანორთოსისის“ ქართველი ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც ტრავმის გამო კვიპროსის ჩემპიონატში 9 თამაში გამოტოვა, გუნდს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

Crystalsport-ის ინფორმაციით, „ოქრი“ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ოპტიმალური კონდიციების აღდგენაზეა ორიენტირებული. „ანორთოსისის“ ლიდერს ტკივილი აღარ აწუხებს და  გუნდთან ერთად ვარჯიშს კვირის ბოლოს განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი „ანორთოსისის“ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია და მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატის 8 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

თემურ ქეცბაიას გუნდს 19 ტურის შემდეგ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. „ანორთოსისი“ პირველადგილოსან „აპოლონს“ 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა მასზე ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ფამაგუსტელები მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს გამართავენ და „ნეა სალამისს“ დაუპირისპირდებიან, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ბოლო 5 მატჩიდან 4-ში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები