ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგი - ჰოლანდის მორიგი მიღწევა
Aa
Aa

ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგი - ჰოლანდის მორიგი მიღწევა

ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი ძალიან მოკლე პერიოდში საფეხბურთო სამყაროში რაკეტასავით შემოიჭრა და გულშემატკივრები არაერთხელ გააოცა. ახალგაზრდა ვარსკვლავზე ხშირად ჟღერდება ახალი რეკორდების დამხობის ინფორმაცია.

ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში "დორტმუნდის ბორუსია" "ლაიპციგს" ეწვია და 3:1 დაამარცხა. დორტმუნდელთა მხრიდან დუბლის შესრულება სწორედ ერლინგ ჰოლანდმა შეძლო და მეორე გატანილი გოლის შემდეგ ის გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა. 21 წლის თავდამსხმელმა "ბორუსიაში" გადმოსვლის შემდეგ ბუნდესლიგაში 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 25 გოლი გაიტანა. ასეთი შედეგი კი ისტორიაში არავის ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი "დორტმუნდში" 2020 წლის ზამთარში გადავიდა და მას შემდეგ საოცარ ფეხბურთს თამაშობს. ნორვეგიელმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდიც კი დაამყარა. ჰოლანდი გახდა ყველა სწრაფი ფეხბურთელი, ვინც 12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 15 გოლი გაიტანა.

ჯამში კი ერლინგს ლიგაზე 16 გოლი აქვს გატანილი. საერთო ჯამში მან "ბორუსიას" რიგებში 41 გოლს მოუყარა თავი. 25 ბუნდესლიგაში, 16 ჩემპიონთა ლიგაზე. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჰოლანდი 2020 წლის GOLDEN BOY გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები