უშანსოდ! - ტოჩინოშინი ტერუნოფუჯისთან დამარცხდა
Aa
Aa

უშანსოდ! - ტოჩინოშინი ტერუნოფუჯისთან დამარცხდა

"ჰაცუ ბაშოს" მესამე დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგოძე იგივე ტოჩინოშინი ტერუნოფუჯისთან დამარცხდა. მეტოქემ ქართველს შანსი არ დაუტოვა და დოჰიოდან რამდენიმე წამში მარტივად გაიყვანა.

ლევანისთვის მიმდინარე "ჰაცუ ბაშოზე" ეს მეორე მარცხი იყო და უარყოფითი ბალანსი 1-2 დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ გუშინ "ტოჩი" ოკინოუმისთან დამარცხდა. გამარჯვება კი თავისთვის კარგად ნაცნობ მეტოქესთან მე-4 მაეგაშირა ტამავაშისთან მოიპოვა. გორგოძემ ბრძოლა იორიკირის ილეთით მოიგო.

ცნობისთვის, ტოჩინოშინი ტერუნოფუჯის კარიერაში მეცამეტედ დაუპირისპირდა და საკმაოდ ცუდი შედეგი აქვს. ქართველმა სეკივაკეს მხოლოდ 2-ჯერ აჯობა, 11-ჯერ კი დამარცხდა. მომდევნო დაპირისპირება გორგოძეს ხვალ ენდოსთან ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები