Aa
Aa

"რომა უფრო კარგად მომზადებული გუნდია" - კაპელო დერბიზე

იტალიური საფეხბურთო სამყარო პარასკევს ჩანიშნული რომაული დერბის მოლოდინშია. „დერბი დელა კაპიტალეზე“ აზრი ლეგენდარულ ფაბიო კაპელოს ჰკითხეს. გამოცდილი სპეციალისტი ფავორიტად მის ყოფილ კლუბ „რომას“ ასახელებს.

„ამ მომენტისთვის „რომა“ უფრო კარგად მომზადებულ გუნდად გვეჩვენება, მაგრამ დერბი ყოველთვის განსაკუთრებული და განსხვავებული მატჩია.

აქამდეც ბევრჯერ მითქვამს, რომ პაულო ფონსეკას ფორმაციის „რომას“ თამაში დიდი ხანია მომწონს. „ინტერის“ წინააღმდეგ გუნდმა საწყისი 20-25 და ბოლო 20 წუთი ძალიან კარგად ითამაშა. იმ შეხვედრაში ჩავარდნა და აღმასვლა რომაელებსაც ჰქონდათ და მილანელებსაც, მაგრამ დიდმა გუნდებმა შეცდომები არ უნდა დაუშვან.

„ლაციოც“ კარგ ფორმაშია, მაგრამ მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლიათ, რამაც, შესაძლოა, გუნდებს შორის განსხვავება განაპირობოს“.

“რომა“ და „ლაციო“ პარასკევს, 15 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათიდან ითამაშებენ. „ჯალოროსის“ 34 ქულა აქვს და სერია A-ს მე-3 ადგილზეა, „ლაციალე“ კი 28 ქულით, მე-8 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები