Aa
Aa

ინტერთან და ნაპოლისთან არ იქნება - დიბალა 15-20 დღე დაისვენებს

ტურინის „იუვენტუსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაულო დიბალა „სასუოლოსთან“ მატჩისას დაშავდა და უახლოესი შეხვედრების გამოტოვება მოუწევს.

არგენტინელმა შემტევმა მარცხენა მუხლი დაიზიანა, რის გამოც დაახლოებით 15-20 დღის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ეს კი ნიშნავს, რომ იგი თასზე - „ჯენოასთან“, სუპერ თასზე - „ნაპოლისთან“, ხოლო ჩემპიონატში - „ინტერთან“, „ბოლონიასთან“ და „სამპდორიასთან“ ვერ ითამაშებს.

პაულო დიბალამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 11 თამაში ჩაატარა და 2 გოლთან ერთად, 2 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში.

დიბალას გარდა, „სასუოლოსთან“ ტრავმები ფედერიკო კიეზამ და ვესტონ მაკკენიმაც მიიღეს, თუმცა მათ შემთხვევაში საქმე გაცილებით მარტივადაა. Sky Sport-ის ინფორმაციით, შუა კვირაში, თასის მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ, მაგრამ უქმეებზე „ინტერთან“ გასამართი შეხვედრისას მოედანზე იქნებიან.

„იუვენტუსი“ ჩემპიონატის მე-2 ადგილოსან „ინტერს“ კვირას, 17 იანვარს, „ჯუზეპე მეაცაზე“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები