ეტოო:
Aa
Aa

ეტოო: "ფატი მესის ჩაანაცვლებს"

კამერუნის ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ "ბლაუგრანას" ამომავალ ვარსკვლავზე ანსუ ფატიზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზრდა ესპანელი კლუბის მომავალია და მას ლეო მესის ჩანაცვლება შეუძლია.

"ვფიქრობ, რომ ფატი "ბარსელონას" მომავალია. მისი თავდაჯარებულობა და საფეხბურთო უნარები ამის თქმის საშუალებას მაძლევს. 

ანსუ მინდორზე საოცრებებს ახდენს და კლუბი ვალდებულია მოუაროს და გაუფრთხილდეს მას. ფატის არის ის ფეხბურთელი, რომელსაც მესის ჩანაცვლება შეუძლია და იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეც იქნება." - განაცხადა ეტოომ 

შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატი 2012 წლიდან ბარსას აკადემიაში იზრდებოდა. 2019 წელს 18 წლის შემტევი მთავარ გუნდში დააწინაურეს და დღემდე 43 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ეტოოს, კამერუნელი ყოფილი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" ღირსებას 2004-2009 წლებში იცავდა. ჩაატარა 199 მატჩი და 130 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები