ქვილითაიამ პენალტი გაიტანა - ანორთოსისმა ნიქოზიის ოლიმპიაკოსი დაამარცხა
Aa
Aa

ქვილითაიამ პენალტი გაიტანა - ანორთოსისმა ნიქოზიის ოლიმპიაკოსი დაამარცხა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ სტუმრად ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდა და ზედიზედ მეორე მოგება გაიფორმა. ფამაგუსტელებმა მეტოქეს 3-0 სძლიეს და მიმდინარე სეზონში მე-11 გამარჯვება იზეიმეს.

„ანორთოსისმა“ ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა და მასპინძელთა კარი ნიკოლაოს კალცასმა აიღო. 14 წუთში თავი გიორგი ქვილითაიამ გამოიჩინა. ქართველმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, პენალტი თავადვე შეასრულა და ანგარიში 2-0 გახადა. მეორე ნახევარში ქეცბაიას გუნდმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში კალცასმა დააფიქსირა, რომელმაც დუბლი მიითვალა.

„ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში სამმა ქართველმა იასპარეზა. დაუშვილმა და ლორიამ მატჩი სრულად ჩაატარეს, ხოლო ქვილითაიამ მოედანი 76-ე დატოვა და იგი პილეასმა ჩაანაცვლა.

შეგახსენებთ, რომ 19 ტურის შემდეგ, „ანორთოსისს“ 36 ქულა აქვს და ლიდერ „აპოლონს“ 3 ქულით ჩამორჩება. ფამაგუსტელები მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს გამართავენ და საკუთარ კედლებში „ნეა სალამისს“ გაეჯიბრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები