„მაიკთან ჩხუბისთვის მზად ვარ“ - ჰოლიფილდი ტაისონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
Aa
Aa

„მაიკთან ჩხუბისთვის მზად ვარ“ - ჰოლიფილდი ტაისონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ლეგენდარულმა მოკრივემ, ევანდერ ჰოლიფილდმა დაადასტურა, რომ მაიკ ტაისონთან შესაძლო ბრძოლის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ინტერვიუ The Sun-ს მისცა და განაცხადა, რომ „რკინის მაიკთან“ ჩხუბისთვის მზადაა.

„რაც მოსახდენია, ის აუცილებლად მოხდება და მნიშვნელობა არ აქვს, რას გავაკეთებთ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გუნდი მაიკ ტაისონის მენეჯერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მის გადაწყვეტილებას ველოდები და ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე მათგან კომუნიკაცია ნამდვილად არის.

მასთან ბრძოლისთვის ვვარჯიშობ და ვიცი, რომ ერთ დღეს ჩვენ შორის შეთანხმება შედგება. თავს მშვენივრად ვგრძნობ და მაიკთან ჩხუბისთვის მზად ვარ“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლიფილდს 2011 წლის შემდეგ არ უჩხუბია. ბოლოს იგი დანიელ მოკრივეს, ბრიან ნილსენს დაუპირისპირდა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ევანდერს კარიერაში 57 ბრძოლა აქვს გამართული და სასურველ შედეგს 44-ჯერ მიაღწია, 10-ჯერ კი რინგი დამარცხებულმა დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები