„ნიჭიერია და მისი გვჯერა“ – Sport.ru-მ კვარაცხელია გამოარჩია
Aa
Aa

„ნიჭიერია და მისი გვჯერა“ – Sport.ru-მ კვარაცხელია გამოარჩია

ცნობილმა რუსულმა სპორტულმა ვებგვერდმა, Sports.ru-მ სტატია გამოაქვეყნა სათაურით - „5 პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთა შესახებაც შესაძლოა არაფერი გსმენიათ“. სტატიაში ევროპულ კლუბებში მოასპარეზე მოთამაშეებზეა ყურადღება გამახვილებული და ერთ-ერთი მათგანი „რუბინის“ ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

„რუსეთის პრემიერ ლიგას თვალს თუ ადევნებთ, სავარაუდოდ, ამ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის შესახებ ყველაფერი იცით, თუმცა თუ ასე არაა, მაშინ მასზე ჩვენ მოგიყვებით. მარცხენა გარემარბის პოზიციაზე მოასპარეზე ფეხბურთელი უკვე ერთ სეზონზე მეტია, რაც შესანიშნავად თამაშობს.

მიმდინარე გათამაშებაში მის ანგარიშზე უკვე 2 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა. იგი მატჩებისას მეტოქეებს ხშირად სცდება (საშუალოდ 3.9-ჯერ) და საკმაოდ მაღალი საშუალო შეფასება აქვს (7.22). იგი რუბინიდან წასვლაზე უკვე საუბრობს და ამბობს, რომ უცხოური კლუბებიდან აქვს შეთავაზებები. ჩვენ მისი გვჯერა, რადგან იგი სლუცკის საკმაოდ სიმპათიური გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ და მისი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბში ხილვა საინტერესო იქნებოდა“, - წერს Sports.ru.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ კვარაცხელიას გარდა რუსულმა ვებგვერდმა ედმონდ ტაპსობა (ლევერკუზენი, 21 წლის), ჯონათან დევიდი (ლილი, 20 წლის), ადამ გლოჟეკი (სპარტა, 18 წლის) და ანტონი (აიაქსი, 20 წლის) გამოარჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები