„60 წამი მეყოფა
Aa
Aa

„60 წამი მეყოფა" - კონორი დარწმუნებულია, რომ პორიეს დაანოკაუტებს

UFC-ის ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა დასტინ პორიესთან გასამართ ბრძოლასთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთა. ირლანდიელი მებრძოლი, რომელსაც 2014 წელს პორიეს დასანოკაუტებლად 1 წუთი და 46 წამი ეყო, ვარაუდობს, რომ ამჯერად მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლები დრო დასჭირდება.

„დასტინის მიმართ სიმპათიებით ვარ განწყობილი. ვფიქრობ, რომ ის კარგი მებრძოლია. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, პორიე შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ შესანიშნავი მებრძოლები მაინც ჩემს დონეზე დაბლა არიან. დასტინს საწყისი 60 წამის განმავლობაში დავანოკაუტებ“.

ინტერნეტსივრცეში კონორის პროგნოზს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმრავლესობა ირლანდიელის პოზიციას იზიარებს და დარწმუნებულია, რომ მაკგრეგორს პორიეს დანოკაუტება არ გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ პორიესა და მაკგრეგორის ბრძოლა UFC 257-ის ფარგლებში გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 24 იანვარსაა ჩანიშნული. ღონისძიებას „ეტიჰად არენა“ უმასპინძლებს და ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, მას მაყურებლები შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები