პირველი მედალი - მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

პირველი მედალი - მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დოჰაში ძოიდოს წლის პირველი მასტერსი დაიწყო და საქაღთველოს დელეგაციას პირველი მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოუპოვა.

66 წონით კატეგორიაში მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი დაისკაუთრა. ქართველმა ძიუდოისტმა მედლისთის ბრძოლაში მოლდოველი დენის ვიუერუ დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

ყატარულ ტატამზე ვაჟამ 5 ბრძოლა გამართა და მხოლოდ მეოთხედფინალში ებრაელ ბარუშ შმაილოვთან დამარცხდა.

პირველ წრეში კი მარგველაშვილმა რუს ძიუდოისტს მიხაილ პულიაევს აჯობა.

 ტურნირის პირველ დღეს საქართველოს სახელით კიდევ ხუთმა სპორტსმენმა იასპარეზა.

მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა თავის შეხვედრა ტურნირის გამარჯვებულთან კორეელ ვონ ჯინ კიმთან დათმო.

ასევე პირველ დღეს უმედლოდ ბაგრატ ნინიაშვილი,თემურ ნოზაძე,ეთერ ლიპარტელიანი და ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი დარჩნენ.

ხვალა დოჰას მასტერსზე საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი,ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაესურაძე იჭიდივაბენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები