''კლუბის სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ტალანტი''  - რუსული მედია ხვიჩას აქებს
Aa
Aa

''კლუბის სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ტალანტი'' - რუსული მედია ხვიჩას აქებს

Soccer.ru-მ სტატია გამოაქვეყნა რუსული კლუბების იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც თავიანთი გუნდის სიმბოლოდ ითვლებიან. ორი ფაქტორია გათვალისწინებული, კლუბში თამაშის ხანგრძლივობა და მედიის მხრიდან მოთამაშის მიმართ დიდი ინტერესი. მაგალითად, მოსკოვის ცსკა-ს სიმბოლო იგორ აკინფეევია, რომელიც რუსულ კლუბში 2002 წლიდან ასპარეზობს, ხოლო ყაზანის ''რუბინის'' ხვიჩა კვარაცხელია, რომლის მიმართ წარმატებული ასპარეზობიდან გამომდინარე ძალიან დიდი ინტერესია.

Soccer.ru: ''რუბინის'' შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელიც არაა, რომელსაც ყაზანურ კლუბში 50 მატჩი მაინც ჰქონდეს ჩატარებული. ამიტომ ის ფეხბურთელი გამოვყავით, ვის შესახებაც ყველაზე მეტს საუბრობენ. ასეთი მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა - რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორი და ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ტალანტი. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. როცა საუბრობენ ''რუბინის'' შესახებ, აუცილებლად ახსენებენ ხვიჩას''.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა. Sport24-მა რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც კვარაცხელია მოხვდა. 

რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველ ნახევარში ყველაზე მეტჯერ დრიბლინგზე ყაზანის ''რუბინის'' ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია წავიდა. InStat-ის მონაცემების მიხედვით 19 წლის შემტევი 227-ჯერ წავიდა დრიბლინგზე, მცდელობების 52 პროცენტი წარმატებული გამოვიდა, რაც 118 დრიბლინგია. ინფორმაციას Sport Busines gazeta ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები