ჰაცუ ბაშო: ტოჩინოშინის პირველი მარცხი ტურნირზე
Aa
Aa

ჰაცუ ბაშო: ტოჩინოშინის პირველი მარცხი ტურნირზე

„ჰაცუ ბაშოს“ მე-2 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი იყო, რომელთანაც იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ძლიერი ტაჩიაის შემდეგ, ლევანმა მავაშის აღება შეძლო, თუმცა მეტოქემ დოჰიოს კიდემდე მიყვანა მოასწრო და მიძალების შედეგად მისი გადაყვანა მოახერხა.

საუკეთესო ფორმაში მყოფი ტოჩინოშინი ასეთი ბრძოლების შემობრუნებას ახერხებდა, თუმცა ტრავმების გამო ლევანი უკვე დიდი ხანია სასურველი ფორმისგან შორს არის.

ქართველი სეკიტორი მას დღევანდელ დღემდე 16-ჯერ შეხვდა, 9-ჯერ დაამარცხა და თავად 7-ჯერ დამარცხდა.

ტურნირის მე-3 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე ტერუნოფუჯი იქნება, რომელიც მისთვის საკმაოდ რთული მეტოქეა. ჯამში 12 დაპირისპირებიდან ლევანმა მხოლოდ 2 მოიგო და 10-ჯერ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები