Aa
Aa

მე-5000 გოლი ჩემპიონატში - პსვ მხოლოდ აიაქსს ჩამორჩება

ნიდერლანების ჩემპიონატის მე-15 ტურში, ჩემპიონობის ორი პრეტენდენტი - „აიაქსი“ და პსვ ერთმანეთს „იოჰან კრუიფ არენაზე“ დაუპირისპირდნენ და ფრედ - 2:2 ითამაშეს. შეხვედრაში ერთი გამორჩეული მაჩვენებელიც დაფიქსირდა.

პსვ-ს ებრაელმა ფორვარდმა, ერან ზაჰავიმ ამსტერდამელთა კარში ორი გოლი გაიტანა, რითაც ეინდჰოვენელთა მიერ ნიდერლანდების ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გატანილი გოლების ნიშნული 5000-ს გაუთანაბრა.

ამაზე მეტი გატანილი აქვს მხოლოდ „აიაქსს“, რომელმაც მეტოქეები 5506-ჯერ დაამწუხრა, მესამე ადგილზე კი, 4621 გოლით, როტერდამის „ფეიენოორდია“.

ამსტერდამში დაფიქსირებული ფრის შემდეგ „აიაქსსა“ და პსვ-ს შორის 1-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა და პირველ ადგილზე კვლავ დედაქალაქელები არიან. ლიდერებს 3-3 ქულაში „ფეიენოორდი“ და „ვიტესი“ მიუახლოვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები