Aa
Aa

ისტორიაში პირველად! - რონალდუმ კიდევ ერთი უნიკალური რეკორდი დაამყარა

„სასუოლოსთან“ გატანილი გოლით, კრიშტიანუ რონალდუმ ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი უნიკალური რეკორდი დაამყარა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 92-ე წუთზე, მატჩის საბოლოო ანგარიში - 3:1 დააფიქსირა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში თავი 15 გოლს მოუყარა. იგი ფეხბურთის ისტორიაში პირველია, ვინც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ზედიზედ 15 სეზონიდან თითოეულში მინიმუმ 15 გოლის გატანა შეძლო.

კრიშტიანუს ეს სერია 2006-07 წლების სეზონიდან იწყება, როცა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობდა და პრემიერ ლიგაში 17 ბურთი შეაგდო. საუკეთესო სეზონი კი 2014-15 წლებში ჰქონდა - ლა ლიგაში ჩატარებულ 35 შეხვედრაში 48 გოლი მიითვალა.

მას სერია A-ს წლევანდელ გათამაშებაში 15 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავას ლიდერობს - რომელუ ლუკაკუ - 3-ით, ჩირო იმობილე - 4-ით, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩი 5 გოლით ჩამორჩება.

რონალდუმ და მისმა „იუვემ“ „სასუოლოსთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ 33 ქულა მოაგროვეს და ლიდერ „მილანთან“ 7-ქულიანი დისტანცია აქვთ. თუმცა, „ბებერმა ქალბატონმა“ 1 თამაშით ნაკლები გამართა. ტურინელები შემდეგ ტურში „ინტერს“ ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები