პრობლემა - რეალი მადრიდში ვერ ჩადის, წინ კი სუპერ თასია!
Aa
Aa

პრობლემა - რეალი მადრიდში ვერ ჩადის, წინ კი სუპერ თასია!

ესპანეთში რამდენიმე დღეა გაუჩერებლად თოვს. ამის გამო ლა ლიგის და სეგუნდა დივიზიონის რამდენიმე მატჩი გადაიდო, მათ შორის "ატლეტიკოსა" და "ბილბაოს" შეხვედრა. "რეალი" ლა ლიგის მორიგ ტურში "ოსასუნას" ესტუმრა და ამის შემდეგ "ბლანკოსი" უამინდობის გამო დედაქალაქში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს. 

ზიდანის გუნდს წინ "ბილბაოსთან" სუპერ თასის ნახევარფინალური შეხვედრა ელოდება და ნორმალურად მომზადებას ვერ ახერხებს. MARCA-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" ბასკებთან სათამაშოდ მალაგაში, პირდაპირ პამპლონადან გაფრინდება. ეს კი მომდევნო მატჩისთვის 100 %-ით მომზადებას, რა თქმა უნდა, ხელს უშლის. 

შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსმა" "ოსასუნასთან" ვერაფერი გააწყო და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ზინედინ ზიდანის თქმით ხსენებული დაპირისპირება უნდა გადადებულიყო, რადგან სათამაშოდ შეუფერებელი კლიმატური პირობები იყო. "რეალისა" და "ბილბაოს" მატჩი 14 იანვარს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები