28 ქულა ჩააგდო - შერმადინის მაგარი თამაში ხიპუზკოასთან!
Aa
Aa

28 ქულა ჩააგდო - შერმადინის მაგარი თამაში ხიპუზკოასთან!

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მე-18 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" "ხიპუზკოას" ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 87:89 დამარცხდა.

მატჩში გამორჩეული ქართველი კალათბურთელი იყო, რომელმაც ჯამში 28 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. შერმადინმა პარკეტზე 31 წუთი და 8 წამო დაჰყო. აღსანიშნავია, რომ გიორგი ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო.

ვიდეროტას შეგირდებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 10 ქულიანი უპირატესობით 25:15 დაასრულეს. მასპინძლებმა მეორე მეოთხედი აქტიურად ჩაატარეს და 24:20 გაიმარჯვეს. პირველი ტაიმი კი "ტენერიფეს" სასარგებლოდ 45:39 დასრულდა. 

მეორე ტაიმი გუნდებმა თანაბრად ჩაატარეს და მესამე მეოთხედში ერთნაირი მაჩვენებელი დააფიქსირეს - 21:21. უკანასკნელი მეოთხედი საკმაოდ დრამატული გამოდგა. "ხიპუზკოას" კალათბურთელებმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს. ერთ მომენტში წინ 5 ქულითაც გაიჭრნენ, მაგრამ "ტენერიფემ" მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა. ბოლოს კი მასპინძლებმა ზუსტი 2 ქულიანი ტყორცნა შეასრულეს და გაიმარჯვეს.

სამწუხაროდ ვიდეროტას გუნდისთვის ეს ზედიზედ მე-2 წაგება იყო. წინა ტურში "ტენერიფე" მადრიდის "რეალთან" დამარცხდა. მარცხის შემდეგ ქართველი კალათბურთელის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-3 ადიგლზე რჩება, თუმცა უახლოეს მდევარს "ბასკონიას" საკუთარი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. მომავალ ტურში "ტენერიფე" "გრან კანარიას" ესტუმრება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები