Aa
Aa

"ფეხბურთელებს ენერგია არ ეყოთ" - რა თქვა კონტემ რომასთან მატჩის შემდეგ

იტალიის სერია ა-ს მე-17 ტურში ანტონიო კონტეს "ინტერი" "რომას ესტუმრა". შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და "ნერაძურიმ" ძალზედ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. "შავ-ლურჯები" ახლა გათამაშების ლიდერს "მილანს" 3 ქულით ჩამორჩებიან. შეხვედრის შემდეგ კონტემ პრესკონფერენცია გამართა.

"ვფიქრობ კარგად ვითამაშეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "რომა" იმავე მიზნისთვის იბრძვის, რისთვისაც ჩვენ. ისინი მხოლოდ 3 ქულით ჩამოგვრჩებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით. 2:1-ის დროს შანსი გვქონდა, რომ მესამე გოლი გაგვეტანა და მატჩი დაგვემთავრებინა, მაგრამ არ გაგვიმართლა.

მატჩის მიწირულს ჩემი ფეხბურთელები დაიღალნენ და მეტოქემ ამით ისარგებლა. ვიდალმა დაზიანება მიიღო და შეცვლა მოითხოვა. ჰაკიმიმ კი ბოლო პერიოდში ბევრი ითამაშა და მისი დასვენება გადავწყვიტე. ბედნიერი ვარ, რადგან მყავს ისეთი ღრმა შემადგენლობა, რომ ყველა ტურნირზე ერთად თანაბრად ვითამაშოთ.

ფეხბურთელებს ვკარნახობდი, რომ პრესინგი გაეძლიერებინათ. უკან დგომა კარგ შედეგს არ იძლევა და ეს შედეგზეც აისახა. მუდმივი პრესინგისთვის საჭირო ენერგია უნდა გქონდეს. ბოლო 7 დღის განმავლობაში 3 მატჩი ვითამაშეთ და ბუნებრივია, რომ ჩემს ფეხბურთელებს ენერგია გამოეცალათ." - განაცხადა კონტემ

ეს შედეგი არცერთ გუნდს არ აძლევდა ხელს, რადგან "ინტერის" მსგავსად სკუდეტოსთვის "რომაც" იბრძვის. "ჯალაროსი" 17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 34 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ბუნებრივია გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. ამ შედეგით კი ყველაზე მეტად მილანმა ნახა სარგებელი. როგორც უკვე მოგახსენეთ, "როსონერი" ახლა უახლოეს მდევარს 3 ქულით უსწრებს.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მომდევნო ტურში "ინტერი" "იუვენტუსს" მასპინძლობს და გადაჭრით ვერავინ იტყვის, რომ კონტეს გუნდი წარმატებას მიაღწევს. არის შანსი, რომ ლიდერთან ქულათა სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდოს. თავისმხრივ, "მილანი" შემდეგ მატჩს სტუმრად "კალიარის" წინააღმდეგ გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები