RAC1: გრანადასთან მესის შეცვლის მიზეზი ტრავმა იყო
Aa
Aa

RAC1: გრანადასთან მესის შეცვლის მიზეზი ტრავმა იყო

ლა ლიგის მე-18 ტურში „ბარსელონამ“ „გრანადას“ სტუმრად 4:0 მოუგო. ლეო მესიმ ჩინებულად ითამაშა და დუბლიც გაიფორმა. კუმანმა არგენტინელი 65-ე წუთზე შეცვალა და დასვენების საშუალება მისცა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ლეოს მცირე დისკომფორტი ჰქონდა და შეცვლა თავად მოითხოვა. ამ ინფორმაციას RAC1 ავრცელებს.

კადრებში ჩანს, რომ ლეო მარჯვენა ფეხზე მცირე ტკივილს გრძნობდა.

თავად კუმანს მატჩის შემდგომი კომენტარისას ტრავმის შესახებ არაფერი უთქვამს და როგორც ჩანს სერიოზული არაფერია.

„რატომ შევცვალე მესი? "ბარსას" ლეო სჭირდება, რათა ტიტულისათვის ბრძოლა განვაგრძოთ. ტაბლოზე დაფიქსირებულმა ანგარიშმა საშუალება მოგვცა, რომ მესისა და დე იონგისთვის დასვენების საშუალება მოგვეცა“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“  მომდევნო მატჩს 13 იანვარს ესპანეთის სუპერ თასზე „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები