შეთანხმება შედგა - დემბელე სეზონის ბოლომდე ატლეტიკოში ითამაშებს
Aa
Aa

შეთანხმება შედგა - დემბელე სეზონის ბოლომდე ატლეტიკოში ითამაშებს

Goal-ის ინფორმაციით, მუსა დემბელე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით მადრიდის „ატლეტიკოში“ ითამაშებს.

წყაროს ცნობით, ესპანურ კლუბს ზაფხულში დემბელეს გამოსყიდვის უფლება ექნება და სურვილის შემთხვევაში მას 33 მილიონ ევროდ გაიფორმებენ.

ტრანსფერი, რომ აუცილებლად შედგებოდა ეს ჯერ კიდევ გუშინ ვიცოდით, როდესაც „ლიონის“ სპორტულმა დირექტორმა ჟუნინიო პერნამბუკანომ დემბელეს თაობაზე კომენტარი გააკეთა:

"მუსა ჩემთან სალაპარაკოდ მოვიდა. ის ფიქრობს, რომ ახლა კლუბის შეცვლისთვის კარგი დროა. მან მოტივაცია დაკარგა და საფრანგეთში ყოფნა აღარ სურს. ვფიქრობ დემბელემ "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი შეათანახმა და სულ მალე გადავა.

მე ის ძალიან მომწონს და მისგან მოტივაციის დაკარგვას არ ველოდებოდი. შეინარჩუნო კიდევ 5 თვე ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც დარჩენა აღარ უნდა ძალიან რთულია. ჩვენ მადრიდელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ყველაფერი მალე დასრულდება."

როგორც ცნობილია, დიეგო კოშტა იანვარში მადრიდულ კლუბს ტოვებს და სიმეონეს ლუის სუარესის კონკურენტის შეძენა აუცილებლად მიაჩნდა. საბოლოოდ „როხიბლანკომ“ არჩევანი დემბელეზე შეაჩერა.

დემბელემ „ლიონის“ რიგებში 108 მატჩში 45 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები