დაძაბული ბრძოლა - ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო გამარჯვებით დაიწყო!
Aa
Aa

დაძაბული ბრძოლა - ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო გამარჯვებით დაიწყო!

ტოკიოში, "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში წლის პირველი სუპერტურნირი „ჰაცუ ბაშო“ დაიწყო.

ლევან გორგაძემ ტურნირზე გამოსვლა თავისთვის კარგად ნაცნობ მეტოქესთან მე-4 მაეგაშირა ტამავაშისთან დაპირისპირებით დაიწყო. ტოჩინოშინმა ბრძოლა იორიკირის ილეთით მოიგო.

დოჰიოზე დაძაბული დაპირისპირება ვიხილეთ. ლევანი მარცხთან ახლოს იყო, თუმცა თავი კარგად შეიმაგრა და საბოლოოდ ტურნირი დამსახურებული გამარჯვებით გახსნა.

დღევანდელ დღემდე გორგაძე ტამავაშის 28-ჯერ შეხვდა, რომელთაგან 19 შემთხვევაში გამარჯვება ქართველს დარჩა.

წინა ბაშოს შემდეგ რეიტინგ-სიაში ტოჩინოშინი ზუსტად 3 საფეხურით დაწინაურდა. ლევან გორგაძე ამჟამად აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს და მოქმედ სუმოტორთა შორის ფაქტობრივად ყველა უძლიერეს რიკიშისთან მოუწევს დაპირისპირება.

„ჰაცუ ბაშოს“ მე-2 დღეს ლევანის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, რომელსაც აქამდე 16-ჯერ შეხვდა, 9-ჯერ დაამარცხა და თავად 7-ჯერ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ტურნირს კორონავირუსის გამო ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო ტოვებს. ტრავმის გამო ვერც მეორე იოკოძუნა კაკურიუს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები