ჟუნინიო:
Aa
Aa

ჟუნინიო: "დემბელემ მოტივაცია დაკარგა, ის ატლეტიკოში მიდის"

"ლიონის" ლეგენდარულმა ყოფილმა მოთამაშემ და ამჟამად კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჟუნინიო პერნამბუკანომ ფრანგულ მედიასთან კლუბის თავდამსხმელზე, მუსა დემბელეზე ისაუბრა.

"მუსა ჩემთან სალაპარაკოდ მოვიდა. ის ფიქრობს, რომ ახლა კლუბის შეცვლისთვის კარგი დროა. მან მოტივაცია დაკარგა და საფრანგეთში ყოფნა აღარ სურს. ვფიქრობ დემბელემ "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი შეათანახმა და სულ მალე გადავა.

მე ის ძალიან მომწონს და მისგან მოტივაციის დაკარგვას არ ველოდებოდი. შეინარჩუნო კიდევ 5 თვე ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც დარჩენა აღარ უნდა ძალიან რთულია. ჩვენ მადრიდელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ყველაფერი მალე დასრულდება." - განაცხადა ჟუნინიომ

შეგახსენებთ, რომ მუსა დემბელე "ლიონს" 2018 წელს "სელტიკიდან" შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფრანგმა 105 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები