Aa
Aa

"თამაში უნდა გადადებულიყო!" - ზიდანის მატჩისშემდგომი კომენტარი

ლა ლიგის მორიგ ტურში "რეალი" "ოსასუნას" ესტუმრა. "ბლანკოსმა" მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მადრიდელთა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

"ეს საფეხბურთო მატჩი არ იყო! ძალიან მძიმე კლიმატურ პირობებში მოგვიწია თამაში და ახლა არც ის ვიცით როდის დავბრუნდებით მადრიდში.. დღეს თუ ხვალ? პასუხი არ მაქვს. ახლა ოთხშაბათს გასამართ მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

როგორც მწვრთნელი გეუბნებით, ხალხს კარგი ფეხბურთის ყურება უნდა, მაგრამ, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ ამას ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამწუხაროდ კლიმატმა ბევრ რამეში შეგვიშალა ხელი. ასეთ პირობებში თამაში შეუძლებელია. მატჩი უნდა გადადებულიყო." - განაცხადა ზიდანმა

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალს" "ოსასუნასთან" მატჩის შემდეგ 37 ქულა დაუგროვდა და ლიდერ "ატლეტიკოს" 1 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ "როხიბლანკოს" "ბლანკოსზე" 3 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. იმ შემთხვევაში, თუ სიმეონეს გუნდი სამივე მატჩს მოიგეს, "რეალს" 10 ქულით გაასწრებს.

მომავალ შეხვედრას "სამეფო კლუბი" 14 იანვარს "ბილბაოს" წინააღმდეგ სუპერ თასის ეგიდით გამართავს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები