ლევან მაისაშვილი:
Aa
Aa

ლევან მაისაშვილი: "კარგად დაფიქრდით სანამ რამეს იტყვით!"

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რეგისტრაცია შეაჩერა.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში განცხადება  შეიტანა, რომელშიც ის 30 დეკემბერს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით ყრილობაზე დაფიქსირებული შედეგების ასახვას მოითხოვს.

კერძოდ, პრეზიდენტის და გამგეობის წევრების ცვლილებას. რეესტრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა 30 დღე.

ამასთან დაკავშრებით რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ლევან მაისაშვილიც იმყოფებოდა. "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს გაურკვევლობა ეროვნულ ნაკრებზე კარგად არ აისახება.

შეგახსენებთ,რომ 30 დეკემბერს გამართულ არჩევნებზე 43 დელეგატიდან 31-მა მხარი აბუსერიძეს დაუჭირა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ორჯერ გადაიდო, რის გამოც დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ქართულ რაგბის სრულფასოვანი პრეზიდენტი არ ჰყავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები