Aa
Aa

"რომა სკუდეტოს მოგების ერთ-ერთი ფავორიტია" - კონტეს მატჩისწინა პრესკონფერენცია

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში "ინტერი" "რომას" ესტუმრება. "ნერაძური" მოქმედ ლიდერს "მილანს" 1 ქულით ჩამორჩება და გამარჯვება მათთვის მნიშვნელოვანია. მატჩის წინ ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა.

"ჩვენ დავუპირისპირდებით გუნდს, რომელიც კარგად არის დაკომპლექტებული და საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. რომაელები სკუდეტოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან.

"რომასთან" მატჩი ჩვენს ძალებს ნათლად ასახავს, ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ. საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ვხვდებით. მომავალ სამ მატჩში ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იქნება, რადგან მწვრთნელის მუშაობა საბოლოო ჯამში ნაჩვენები შედეგით ფასდება.

ერიქსენის მომავლის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, ახლა ამის დრო არ არის. მინდა, რომ ჩემი გუნდი მომავალი დაპირისპირებისთვის მაქსიმალურად კარგად მოვამზადო. 

ვიდალი გავაკრიტიკე, მაგრამ ახლა ის სწორად და ბევრს ვარჯიშობს. ხანდახან კრიტიკა აუცილებელია. არტურო კარგად მიცნობს და ჩემი ხასიათის შესახებ ყველაფერი იცის. ვცდილობ ჩემი ფეხბურთელების თამაშისგან სიამოვნება მივიღო. ვიდალმა კარგად იცის, რომ თუ რამე არ მომეწონება პირდაპირ ვეტყვი." - განაცხადა კონტემ

როგორც უკვე მოგახსენეთ, "ინტერი" ახლა სერია ა-ს ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ "მილანს" 1 ქულით ჩამორჩება. კონტეს შეგირდებმა უკანასკნელი მატჩი "სამპდორიასთან" 1:2 დათმეს და გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვეს. შეგახსენებთ, რომ "ინტერისა" და "რომას" მატჩი 10 იანვარს თბილისის დროით 15:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები