Aa
Aa

"ინდივიდუალური შეცდომები უფრო მტკივნეულია" - ფლიკის კომენტარი გლადბახთან წაგების შემდეგ

ბუნდესლიგის მორიგ ტურში "გლადბახმა" მოქმედ ჩემპიონს მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "რეკორდმაისტერი" პირველი ტაიმში  2:0 იგებდა და მასპინძლებმა  საოცარი "ქამ-ბექი" შეასრულეს.

შეხვედრის შემდეგ "ბაიერნის" თავკაცმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: "მეტოქემ ეფექტურად ითამაშა. მათ ჩვენ 3 საშინელი შეცდომა დაგვაშვებინეს. პირველ 30 წუთში დამაჯერებლად ვითამაშეთ და დომინანტები ვიყავით. მატჩის ბედი დაცვის ცუდმა თამაშმა და რამდენიმე შეცდომამ გადაწყვიტა.

ინდივიდუალური შეცდომები უფრო მტკივნეულია. 3:2-ის შემდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა მატჩში დაბრუნება ვეღარ შეძლეს. ეს მარცხი მხოლოდ საკუთარ თავებს უნდა დავაბრალოთ." - განაცხადა ფლიკმა

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" ამ მარცხის შემდეგ ბუნდესლიგაში 33 ქულა აქვს და მე-2 ადგილოსან "ლაიპციგს" 2 ქულით უსწრებს. იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე ტურში "რედ ბულის" გუნდი საკუთარ შეხვედრას მოიგებს ცხრილში გალიდერდება. ცნობისთვის, მიუნხენური გრანდისთვის ეს რიგით მე-2 წაგება იყო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები