დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა - ზლატანი ტორინოსთან განაცხადშია!
Aa
Aa

დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა - ზლატანი ტორინოსთან განაცხადშია!

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კუნთის დაზიანება 22 ნოემბერს მიიღო და მას შემდეგ თამაშს ვერ ახერხებდა. 19 დეკემბერს შვედი ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა ტრავმა გაიმიზეზა. დიაგნოზი მარცხენა ფეხის ჯვარედინი მყესის დაზიანება იყო.

გავრცელებული ხმებით შვედი 18 იანვარს "კალიარისთან" მატჩში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა "მილანის" ოფიციალურმა საიტმა დღეს "ტორინოსთან" გასამართი მატჩის წინ გუნდის განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ზლატან იბრაჰიმოვიჩიც ფიგურირებს. სავარაუდოა, რომ ვეტერანი ძირითად შემადგენლობაში არ იქნება და საჭიროებისამებრ გამოჩნდება მოედანზე.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი "როსონერიში" 2019 წლის ზამთარში დაბრუნდა. ნახევარ სეზონში შვედმა 20 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი იბრამ ყველაზე ტურნირზე ერთად 10 ჩატარებულ შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოასწრო. ცნობისთვის, "მილანისა" და "ტორინოს" მატჩი დღეს თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები