გაცვლილი მაისურის უკან დაბრუნება სთხოვა - ბერის და ფაბინიოს კომიკური მომენტი
Aa
Aa

გაცვლილი მაისურის უკან დაბრუნება სთხოვა - ბერის და ფაბინიოს კომიკური მომენტი

გუშინ FA Cup-ის ეგიდით ერთმანეთს "ასტონ ვილა" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ. "მერსისაიდელებმა" მეტოქეს 4:1 სძლიეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. კლოპის გუნდიდან თავი მანემ(2), ვაინალდუმმა და სალაჰმა გამოიჩნეს. ერთადერთი გოლის "ასტონ ვილადან" ახალგაზრდა 17 წლის ლუი ბერიმ გაიტანა. ცნობისთვის, რომ მასპინძელთა ძირითადი გუნდი კარანტინში გახლავთ და "ლივერპულს" "ასტონ ვილას" U23-ის შემადგენლობა დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში კი პატარა ბიჭებმა "მერსისაიდელებს" ვეღარ გაუძლეს. შეხვედრის შემდეგ ლუი ბერიმ ფაბინიოს მაისური გაუცვალა, თუმცა კლუბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ახალგაზრდა ფეხბურთელს უთხრა, რომ მისთვის ასეთი ისტორიული მატჩის მაისურის გაცვლა არ შეიძლებოდა და უკან უნდა დაებრუნებინა.

ბერი გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ფაბინიოს დაეწია, სიტუაცია აუხსნა და სათამაშო ფორმის უკან დაბრუნება სთხოვა. "ლივერპულის" ნახევარმცველმა ყველაფერი სწორად გაიგო და მაისური ყოყმანის გარეშე დაუბრუნა. 17 წლის ბერის ეს მატჩი მთელი ცხოვრება ემახსოვრება.. მან ხომ იურგენ კლოპის გუნდს გაუტანა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები