კუბო დაიბრუნეს და ისევ გაანათხოვრეს - რეალის ოფიციალური განცხადება
Aa
Aa

კუბო დაიბრუნეს და ისევ გაანათხოვრეს - რეალის ოფიციალური განცხადება

მადრიდის "რეალის" ოფიციალუი ვებ-საიტი იუწყება, რომ გუნდის ახალგაზრდა ტალანტის ტაკეფუსა კუბოს არენდა "ვილიარეალში" შეწყდა. განცხადებაში ვიგებთ, რომ "ბლანკოსმა" იაპონელი ფეხბურთელი უკან დააბრუნა და სხვა კლუბში გაანათხოვრა. ახალგაზრდა შემტევის მორიგი გუნდი "ხეტაფე" იქნება.

ამ ყველაფრის მიზეზი კი ტაკეფუსას არასაკმარისი სათამაშო დროა. მადრიდელებს სურთ, რომ 2001 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა მინდორზე გაცილებით მეტი დრო გაატაროს. სათამაშო დროით თავად კუბოც უკმაყოფილო იყო და ახლა ყველაფერი შეიცვალა, "ხეტაფეში" მას უფრო დიდ ნდობას გამოუცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ კუბო "ვილიარეალში" 2020 წლის აგვისტოს შემდეგ ასპარეზობდა, სადაც მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა 1 გოლი გაიტანა. ცნობისთვის, 19 წლის იაპონელი 2011 წლიდან 2015 წლამდე "ბარსელონას" აკადემიაში იზრდებოდა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები