პერესი - ოქროს ბურთის მოგების გარანტი: კასანოს თამამი განცხადება
Aa
Aa

პერესი - ოქროს ბურთის მოგების გარანტი: კასანოს თამამი განცხადება

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ფლორენტინო პერესის მისამართით საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა და მას „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი გარანტი უწოდა.

კასანომ ამ თემაზე კრისტიან ვიერისთან პოდკასტისას ისაუბრა:

მე ვთამაშობდი „რეალში“ და შემიძლია გითხრათ, რომ ეს გუნდი სხვებისგან ნამდვილად გამორჩეულია. ფლორენტინო პერესი რომის პაპია, მეფეა, ნამდვილი კარდინალია.

თუ, პერესი გადაწყვეტს შემოგთავაზოთ 1-წლიანი კონტრაქტი, მაგრამ ამავდროულად სხვა კლუბი 3-წლიანს გთავაზობთ, ის თქვენ დაყოლიებას მაინც შეძლებს და მის გუნდში დარჩებით.

შეხედეთ ლუკა მოდრიჩს, რომელსაც „რეალიდან“ წასვლა უნდოდა. ის დარჩა და „ოქროს ბურთიც“ მოიგო. კანავაროს შემთხვევაშიც იგივე იყო.

„იუვენტუსში“ მას კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ „ოქროს ბურთი“ ალბათ ბუფონისთვის უნდა მიეცათ, ან ზიდანისთვის, რომ არა მისი ცნობილი ინციდენტი მატერაცისთან.

საბოლოოდ, ფაბიო მადრიდელებს შეუერთდა და „ოქროს ბურთიც“ მას დარჩა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამ თემაზე რამდენიმე წლის წინ იხუმრა, როდესაც თქვა, რომ ფლორენტინო პერესი „ოქროს ბურთს“ ყოველთვის იგებს“.

შეგახსენებთ, რომ ზლატანმა 2018 წელს ლუკა მოდრიჩის „ოქროს ბურთის“ მოგება მთლიანად ფლორენტინო პერესს მიაწერა და აღნიშნა, რომ მას მესი მოიგებდა, თუ ის „რეალში“ დონ ფლორენტინოსთან იქნებოდა.

კასანო „რეალში“ 2006 წელს გადავიდა, თუმცა გუნდს ვერ შეეწყო და მადრიდი მალევე დატოვა. 29 თამაშში მან 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები