''მოლაპარაკება მიმდინარეობს'' - ბათუმის დინამო ობოაბონას შემცვლელზე მუშაობს
Aa
Aa

''მოლაპარაკება მიმდინარეობს'' - ბათუმის დინამო ობოაბონას შემცვლელზე მუშაობს

უკრაინელი მცველი ოლეკსანდრ აზაცკი, რომელიც 2018-19 წლებში ქუთაისის ''ტორპედოში'' ასპარეზობდა, მოლაპარაკებას ბათუმის ''დინამოსთან'' აწარმოებს. ინფორმაცია ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში დაადასტურა: ''საბოლოო შეთანხმება მიღწეული არაა, თუმცა მოლაპარაკება მიმდინარეობს. ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა''.

26 წლის ცენტრალური მცველი ხარკოვის ''მეტალისტისა'' და კიევის ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელია, თუმცა ხსენებულ კლუბებში თავი ვერ დაიმკვიდრა. შემდგომში ოდესის ''ჩერნომორეცში'' ასპარეზობდა, რასაც ოსტრავას ''ბანიკში'' გადასვლა მოჰყვა.

ჩეხურმა კლუბმა 2018-19 წლებში ქუთაისის ''ტორპედოში'' გაანათხოვრა. უკრაინელი იმერულ კლუბთან ერთად საქართველოს თასისა (2018) და საქართველოს სუპერთასის (2019) გამარჯვებული გახდა. ''ტორპედოდან'' წასვლის შემდეგ ასევე იჯარით ''ზლინის'' რიგებში ასპარეზობდა, მიმდინარე სეზონი კი ოსტრავას ''ბანიკში'' დაიწყო.

შეგახსენებთ, ბათუმის ''დინამო'' ნიგერიელმა ცენტრალურმა მცველმა გოდფრი ობოაბონამ დატოვა. გია გეგუჩაძეს აზაცკი მის შემცვლელად ესახება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები