ტორპედოს 14 წლის რეკორდსმენი ლოკომოტივში ითამაშებს
Aa
Aa

ტორპედოს 14 წლის რეკორდსმენი ლოკომოტივში ითამაშებს

საფეხბურთო კლუბმა თბილისის ''ლოკომოტივმა'' 14 წლის მეკარესთან, სოსო კოპალიანთან 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას თბილისური გუნდის პრესსამსახური ავრცელებს. ახალი სეზონისთვის თინეიჯერი ფეხბურთელი პირველ გუნდთან ერთად მოემზადება.

კოპალიანი ქუთაისის  "ტორპედოს" ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც უმაღლესი ლიგის განაცხადში 13 წლის ასაკში მოხვდა. 2019 წლის სეზონში ქუთაისურ კლუბში ფინანსური პრობლემები იყო, რის გამოც 31-ე ტურში კახა ჩხეტიანმა განაცხადში ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები შეიყვანა, მათგან ყველაზე უმცროსი კოპალიანი იყო. აღნიშნული შეხვედრა ''საბურთალომ'' 0:2 მოიგო, კოპალიანი კი კლუბის ისტორიაში შევიდა.

2019-2020 წლებში 14 წლის მეკარე ''ტორპედოს'' სამატჩო განაცხადში საერთო ჯამში ოთხჯერ მოხვდა, თუმცა სადებიუტო მატჩი არ ჩაუტარებია.

მასალაში გამოყენებულია ''ტორპედოს'' პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები