Aa
Aa

ტორინოსთან კიდევ ერთი ლიდერის გარეშე? - ჩალჰანოღლუმ ტერფი იტკინა

სერია A-ს ლიდერ „მილანს“ ჩემპიონატის უახლოეს შეხვედრაში, შესაძლოა, ძირითადი შემადგენლობის კიდევ ერთი უცვლელი წევრი გამოაკლდეს.

საქმე ეხება ჰაქან ჩალჰანოღლუს, რომელმაც „იუვენტუსთან“ მატჩისას მარცხენა ფეხის ტერფის დაზიანება მიიღო და „ტორინოსთან“ მისი მოედანზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა. უფრო მეტი შანსია, რომ ჰაქანმა აღნიშნული შეხვედრა გამოტოვოს და თუ ასე მოხდა, მას ესპანელი ბრაჰიმ დიასი ჩაანაცვლებს.

ჩალჰანოღლუს ძალიან კარგი სეზონი აქვს და „ლეგა კალჩოს“ მიმდინარე გათამაშებაში 1 გოლთან ერთად, 6 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში. სერია A-მ იგი დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ თურქი გამთამაშებელის გარდა, „როსონერის“ ლაზარეთში ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ისმაელ ბენასერი, ალექსის სელმაიკერსი, რადე კრუნიჩი და ანტე რებიჩიც იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები