Aa
Aa

მაგარი ამბავი - UFC-ის მომდევნო 3 ღონისძიებას მაყურებლები დაესწრებიან

2020 წლის მარტის შემდეგ პირველად UFC-ის ეგიდით გამართული ღონისძიება ტრიბუნებზე შეკრებილი მაყურებლების გარეშე არ ჩაივლის. აბუ-დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს აუწყა, რომ UFC-ის მომდევნო 3 ივენთზე ქომაგები შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან.

UFC-ის ღონისძიებებს აქამდე „მებრძოლთა კუნძული“ მასპინძლობდა, თუმცა მომდევნო სამი ივენთი „ეტიჰად არენაზე“ ჩატარდება, რაც გულშემატკივრებს ტრიბუნებზე ყოფნის საშუალებას აძლევს. ამ ეტაპზე უცნობია, მაყურებელთა ზუსტი რაოდენობა, რომლებიც დასწრების უფლებას მიიღებენ, თუმცა დადასტურებულია, რომ გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

აქვე გეტყვით, რომ „ეტიჰად არენაზე“ UFC on ABC1, UFC on ESPN 20 და UFC 257 გაიმართება. UFC on ABC1-ის მთავარი ბრძოლა მაქს ჰოლოუეისა და კელვინ კატარის ჯახია, 4 დღის შემდეგ, MMA-ის ქომაგთა ყურადღება მაიკლ კიეზასა და ნილ მაგნის დაპირისპირებისკენ იქნება მიპყრობილი. UFC 257-ის მთავარი მოვლენა კი კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს ჩხუბი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები