სასამართლოში დაიბარეს - ბენზემას გარშემო კვლავ გაურკვევლობაა
Aa
Aa

სასამართლოში დაიბარეს - ბენზემას გარშემო კვლავ გაურკვევლობაა

მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს კარიმ ბენზემას კვლავ შანტაჟში დებენ ბრალს. 2015 წელს მომხდარი ცნობილი ინციდენტი მატიე ვალბუენასთან დაკავშირებით კვლავ დღის წესრიგში დადგა. ინფორმაციას BBC SPORT ავრცელებს.

ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთის პროკურატურამ კარიმი სასმართლოში ხუთშაბათს დაიბარა. თავად ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ პოლიცია მის მიმართ არაკეთილსინდისიერად მოიქცა და არასწორი მეთოდები გამოიყენა, რათა ეს საქმე ახლიდან აღძრულიყო.

ბენზემას ადვოკატის სილვიან კორვიეს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მისთვის სასამართლოს მოთხოვნა სიურპრიზი არ ყოფილა. კორვიეს თქმით გადაწყვეტილება ისეთივე აბსურდულია, როგორიც ბრალდება.

შეგახსენებთ, რომ "რეალის" "ცხრიანი" და ვალბუენა ერთად საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის თავდამსხმელი მატიეს ფულის გადახდას აიძულებდა, რათა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ გავრცელებულიყო. ამის გამო ორივე ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს. კარიმს კი ამ ინციდენტის შემდეგ "მამლების" მაისური აღარ ჩაუცვამს.

მიმდინარე სეზონში ბენზემა საუცხოო ფორმაში იმყოფება. ფრანგმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები