მესამე დივიზიონის კლუბთან წააგეს - ატლეტიკო კოპა დელ რეიდან გავარდა
Aa
Aa

მესამე დივიზიონის კლუბთან წააგეს - ატლეტიკო კოპა დელ რეიდან გავარდა

მადრიდის "ატლეტიკო" კოპა დელ რეის გათამაშებაში ჩაერთო და პირველივე წრეში მესამე დივიზიონის გუნდს "კორნელას" დაუპირისპირდა. ყველასთვის მოულოდნელად, მადრიდელები სტუმრად მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდნენ და გათამაშებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

აღსანიშნავია, რომ მატჩი თანაბარ ბრძლაში წარიმართა. ორივე გუნდმა კარისკენ 15-ჯერ დაარტყა. ნიშანდობლივია, რომ "როხიბლანკომ" თხუთმეტიდან კარში ზუსტად ერთხელაც ვერ მოახვედრა. მასპინძლებმა კი სან რომანი 6-ჯერ შეაწუხეს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ "ატლეტიკო" მეორე ან მესამე შემადგენლობით არ თამაშობდა. კარს სან რომანი იცავდა. დაცვის ცენტრში ხოსე ხიმენესი და ფელიპე ირჯებოდნენ. ფლანგებზე კი რენან ლოდი და ახალგაზრდა რიჩარდ სანჩესი მოგვევლინენ. ნახევარდაცვაში ტორეირა და კონდოგბია მოქმედებდნენ. ტაქტიკა 4-4-2 გახლდათ და შეტევის ფლანგეზე სიმეონემ ვიტოლო და საულ ნიგესი გაამწესა. თავდასხმაში კი ჟოაო ფელიქსი და ანხელ კორეა თამაშობდნენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე საქმე სეზონის ერთ-ერთ მთავარ სენსაციასთან გვაქვს.

"კორნელას" მხრიდან ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე ხიმენეს გომესმა გაიტანა. შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის ამ ეტაპზე ორმატჩიანი დაპირისპირების ნაცვლად ერთმატჩიანი სისტემაა შეგახსენებთ, რომ "კორნელა" არც საკუთარ დივიზიონში ბრწყინავს. გილერმო ფერნანდესის გუნდი 9 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები