შანსი ბარსელონას - ვაინალდუმი და ლივერპული კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან
Aa
Aa

შანსი ბარსელონას - ვაინალდუმი და ლივერპული კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

ჟორჟინიო ვაინალდუმსა და "ლივერპულს" შორის ახალი კონტრაქტის დადების თაობაზე საუბარი ჩიხში შევიდა. ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ნიდერლანდელ ნახევარმცველს "მერსისაიდზე" დარჩენა უნდა, მაგრამ გაცილებით მაღალ ხელფასს ითხოვს, რასაც ხელმძღვანელობა ჯერჯერობით არ თანხმდება. ვაინალდუმი იურგენ კლოპის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა და მის დარჩენას გერმანელი სპეციალისტიც უჭერს მხარს.

ჟორჟინიოს მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2021 წლის ივნისში ეწურება და მისით "ბარსელონა" ინტერესდება. კონკრეტულად კი რონალდ კუმანის სურვილია, რომ ნიდერლანდელი საკუთარ გუნდში იხილოს. კუმანი ვაინალდუმის შეძენას ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცდილობდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელსა და კლუბს შორის ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდება, შესაძლოა ჟორჟინიო ბარსაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელი "ლივერპულს" 2016 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 210 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაიტანა. ნიდერლანდელის ერთ-ერთ საუკეთესო მატჩად "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება სახელდება, სადაც ვაინალდუმმა "ბლაუგრანას" 2 წუთის ინტერვალში დუბლი შეუსრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები