დოჰას მასტერსი - საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით
Aa
Aa

დოჰას მასტერსი - საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით

ძიუდოს პირველი მასტერსი დოჰაში 11-13 იანვარს გაიმართება.

საქართველოს დელეგაცია ყატარის ტურნირზე 15 ძიუდოისტით იასპარეზებს.

ტატამაზე საქართველოს სახელით იჭიდავებენ :

60 კგ. – ლუხუმ ჩხვიმიანი; თემურ ნოზაძე

66 კგ. – ბაგრატ ნინიაშვილი; ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ. – ლუკა მაისურაძე; ტატო გრიგალაშვილი

90 კგ. – ლაშა ბექაური; ბექა ღვინიაშვილი

100 კგ. –  ვარლამ ლიპარტელიანი

+100 კგ. - გურამ თუშიშვილი; ლევან მათიაშვილი; გელა ზაალიშვილი

გოგონებში კი :

52 კგ. - ტეტიანა ლევიტსკა-შუკვანი

57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი

შეგახსენებთ,რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2019-2020 წლების სეზონების მიხედვით შემაჯამებელი გამოკითხვა ჩაატარა და ნომინაციაში წლის "ამომავალი ვარსკვლავი" ტატო გრიგალაშვილი დაასახელა. 

რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანს, მან ნომინაცია "წლის საუკეთესო ძიუდოისტი მამაკაცის" წოდება მიიღო. ცნობისთვის, ჩხვიამიანმა 2019 წელს იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები