Aa
Aa

"დინამო" გაძლიერებას აგრძელებს - თბილისურ კლუბში "აიაქსის" აღზრდილი ითამაშებს

თბილისის „დინამომ“ ორი ფეხბურთელი დაიმატა. დედაქალაქელთა  შემადგენლობაში ჰოლანდიელი მარჯვენა ფლანგელი  ფაბიან სპორკსლეიდი იასპარეზებს

27 წლის ფეხბურთელი ამსტერდამის „აიაქსის“ აღზრდილია და კარიერაც აიაქსში დაიწყო.

ამსტერდამული გრანდის შემდეგ მან „ვილემ II“- სა და „ლუპა კასტელიში“ ითამაშა, შემდეგ იყო „ბრედა“.ჰოლანდიელი „დინამომდე“ „ვალვაიკში“ ასპარეზობდა.

ფეხბურთელსა და „დინამოს“ შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

ასევე „დინამოს“ რიგებში გარემარბი ლევან წოწონავა ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელი მარტვილის მერანის აღზრდილია და დასრულებულ სეზონში სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავდა.

ლევან წოწონავამ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

შეგახსენებთ,რომ სეზონის დასრულების შემდეგ ჩისკო მუნიოსმა თბილისის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ესპანელი გუნდიდან მესამედ წავიდა, პირველად ფეხბურთელის ამპლუაში, შემდეგ კი ორჯერ მწვრთნელის ამპლუაში გუნდს საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა, თუმცა ორივე შემთხვევაში გუნდს დაემშვიდობა.

ჩისკომ კარიერა პრემიერშიპის გუნდში „უოტფორდში“ გააგრძელა და სადებიუტო შეხვედრაში გათამაშების ლიდერი „ნორვიჩი“ მინიმალური ანგარიშთ დაამარცხა.

 „დინამოში“ კი ესპანელი სპეციალისტი გიორგი ნემსაძემ შეცვლა, რომელმაც გასულ სეზონში გორის ''დილაში'' წარმატებით იმუშავა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გორელები ევროტურნირზე გაიყვანა.

ნემსაძე თბილისის ''დინამოს'' მაისურით 1989-95, 2000 და 2004-05 წლებში ასპარეზობდა. მას ასევე  ''დინამოს'' სპორტულ დირექტორად უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები