Aa
Aa

სუპერდონჩიჩი! - ნოვიცკის გადაასწრო და დალასის ისტორიაში შევიდა

„დალას მავერიქსის“ ისტორიაში ახალ-ახალი ფურცლების ჩაწერას განაგრძნობს ლუკა დონჩიჩი. სლოვენიელმა ვარსკვლავმა „ჰიუსტონთან“ გუშინ მოგროვებული სტატისტიკით დალასელთა ისტორიაში მნიშვნელოვანი რეკორდი გააუმჯობესა.

ლეგენდარულ დირკ ნოვიცკის „დალასის“ რიგებში ჩატარებულ 38 მატჩში ჰქონდა ისეთი შედეგი, როცა გუნდში ქულებით, მოხსნებითა და ასისტებით საუკეთესო იყო. იგულისხმება თანაბარი მაჩვენებლებიც.

დონჩიჩმა კი ასეთი რამ უკვე 39-ე მატჩში გააკეთა და გერმანელის რეკორდი მხოლოდ 21 წლის ასაკში გააუმჯობესა. ცალსახაა, რომ ლუკას ამ შედეგის ბევრად გაუმჯობესებისთვის ყველანაირი პირობა აქვს.

დონჩიჩსა და კომპანიას NBA-ის მიმდინარე სეზონში 3 მოგება და 4 მარცხი აქვთ. ისინი შემდეგ თამაშს ზეგ გამთენიისას, „დენვერის“ წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები