ვინ რამდენი გამოიმუშავა 2020 წელს - UFC-ის ტოპ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლი
Aa
Aa

ვინ რამდენი გამოიმუშავა 2020 წელს - UFC-ის ტოპ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლი

Mmabreakdown.com-მა 2020 წელი შეაჯამა და UFC-ის ის მებრძოლები დაასახელა, რომლებმაც შარშან ყველაზე მეტი გამოიმუშავეს. რეიტინგი იმ მონაცემებზე დაყრდნობითა შედგენილი, რომლებიც საჯაროდ გამოქვეყნდა. საუბარი მებრძოლთა ჰონორარზე, ღონისძიების საუკეთესო ბრძოლის, ღონისძიების საუკეთესო გამოსვლისა და Reebok-ის ბონუსებზე გახლავთ.

ბუნებრივია, UFC-ის წამყვანი მებრძოლები სხვა ბონუსებსაც იღებენ, რომელთა ოდენობაც გაცილებით მაღალია, რასაც ე.წ Pay per View გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილიც ემატება, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. შესაბამისად, Mmabreakdown.com ზოგიერთი მებრძოლის შემთხვევაში ზუსტ ანაზღაურებას ვერ გვთავაზობს, მაგრამ ირწმუნება, რომ დასახელებული თანხა რეალობასთან ძალიან ახლოსაა.

2020 წელი ყველაზე წარმატებული ხაბიბ ნურმაგომედოვისთვის გამოდგა. „არწივმა“ UFC-ში ერთი ბრძოლა ჩაატარა, ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა და 6 090 000 (დაახლოებით) დოლარით გამდიდრდა. მეორე ადგილზე კონორ მაკგრეგორი იმყოფება. ირლანდიელმა დონალდ სერონის 40 წამში დამარცხების შემდეგ, 3 060 000 დოლარი მიიღო.

რეიტინგში მესამე ჟუნიორ დოს სანტოსია. ამ უკანასკნელმა 2020 წელს 3 ბრძოლა გამართა და სამივეში დამარცხდა, მაგრამ მისი ქონება 1 560 000 (დაახლოებით) დოლარით მაინც გაიზარდა. ზემოთ ხსენებული სამეულის გარდა ერთადერთი ვისმა ჰონორარმაც 1-მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა ისრაელ ადესანია იყო. „იზის“ ანაზღაურებამ 1 230 000 (დაახლოებით) დოლარი შეადგინა.

ხუთეულს 920 000 (დაახლოებით) დოლარით ჯასტინ გეიჯი ასრულებს. მე-6 ჟოზე ალდოა - 900 000 (დაახლოებით) დოლარი, მე-7 დეივესონ ფიგუეირედო - 875 000 (დაახლოებით) დოლარი, მე-8 ენტონი პეტისი - 855 000 (დაახლოებით) დოლარი, მეცხრე ალისტარ ოვერიმი - 830 000 (დაახლოებით) დოლარი, მე-10 კი სტიპე მიოჩიჩი - 790 000 (დაახლოებით) დოლარი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები