დონჩიჩი, მიროტიჩი, შენგელია და სხვები - ლიგა ენდესა გასული დეკადის MVP-ს ავლენს
Aa
Aa

დონჩიჩი, მიროტიჩი, შენგელია და სხვები - ლიგა ენდესა გასული დეკადის MVP-ს ავლენს

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი, ლიგა ენდესა გასული დეკადის MVP-ს გამოსავლენად გამოკითხვას იწყებს. საკალათბურთო ექსპერტების მიერ შედგენილმა ჟიურიმ 16 კალათბურთელი შეარჩია და საუკეთესოს ვინაობას გულშემატკივრები დაადგენენ.

MVP-ის სტატუსისთვის ჯეისი კეროლი, ბოიან დუბლევიჩი, რუდი ფერნანდესი, სერხიო ლული, ნიკოლა მიროტიჩი, ხუან კარლოს ნავარო, ფელიპე რეიესი, სერხიო როდრიგესი, ფაკუნდო კამპაცო, ლუკა დონჩიჩი, მარსელინიო უერტასი, ფერნანდო სან ემეტერიო, თორნიკე შენგელია, ედი ტავარესი, ანტე ტომიჩი და ფრან ვასკესი იბრძოლებენ.

გამოკითხვას ტურნირის სახე ექნება და ქომაგებს ხმის მიცემის უფლება 7 იანვრიდან შეეძლებათ. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და „ბასკონიას“ ყოფილი კაპიტანი, თორნიკე შენგელია პირველ ტურში ჯეისი კეროლს დაუპირისპირდება. შენგელიასა და კეროლის წყვილში გამარჯვებულს გულშემატკივრები 11 იანვარს გამოავლენენ და იგი მეორე რაუნდში ნავაროსა და ტომიჩის წყვილში მოგებულს შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები