2021 წლის დრაფტის ტოპ 50 კალათბურთელი - Bleacher report-ის სიაში მამუკელაშვილიცაა
Aa
Aa

2021 წლის დრაფტის ტოპ 50 კალათბურთელი - Bleacher report-ის სიაში მამუკელაშვილიცაა

ცნობილმა გამოცემა, Bleacher Report-მა NBA-ის 2021 წლის დრაფტის ტოპ 50 კალათბურთელის სია განაახლა. საუკეთესო 50 მოთამაშეს შორის რამდენიმე ახალ სახეს ვხედავთ და ერთ-ერთი მათგანი „სეტონ ჰოლის“ ქართველი ვარსკვლავი, სანდრო მამუკელაშვილია.

Bleacher Report-მა „მამუ“ 48-ე ადგილზე გაამწესა და მისი მოკლე დახასიათებაც შემოგვთავაზა: „ცენტრის პოზიციაზე მოასპარეზე მამუკელაშვილი, რომელიც ხშირად გამთამაშებლის ფუნქციებსაც ითავსებს, შესანიშნავად თამაშობს და აჩვენებს იმ უნივერსალურობას, რომელიც NBA-ის გუნდებს იზიდავს.

შაბათს, ბატლერთან შეხვედრაში მას 24 ქულა, 9 მოხსნა და 6 ასისტი ჰქონდა და 2 სამქულიანიც ჩააგდო. მამუს შემტევმა პოტენციალმა წესითა და რიგით უნდა გადაფაროს ის პრობლემები, რომლებიც მას დაცვაში აქვს“.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ 2021 წლის დრაფტზე 48-ე პიკი „მილუოკი ბაქსს“ აქვს. Nbadraft.net კი ვარაუდობს, რომ „მამუს“ 55-ე ნომრად გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ აიყვანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები