Aa
Aa

"ყველაფრისთვის მზად ვართ!" - რა თქვა პიოლიმ იუვენტუსთან მატჩამდე

6 დეკემბერს იტალიაში ცენტრალური დაპირისპირებაა. გათამაშების ლიდერი "მილანი" მოქმედ ჩემპიონს "ტურინის" იუვენტუსს უმასპნძლებს. მატჩის წინ "როსონერის" თავკაცმა სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა.

"იმედი მაქვს, რომ იუვე ბევრად გაუმჯობესდა. სეზონი მათ რთულად დაიწყეს, რადგან გუნდში ახალი მწვრთნელი მივიდა და თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. ისინი ახლაც ძლიერები და სახიფათოები არიან. "მილანის" და "იუვენტუსის" დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეულია. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, საჭიროა სწორი ტაქტიკა შევარჩიოთ.

ხვალინდელი მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ტურინელებთან უფრო მეტი დაბრკოლება გვექნება, ვიდრე ზოგადად გვაქვს, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ. ეს იქნება ჩვენი გამოცდა და გამარჯვებისთვის თავი არ უნდა დავზოგოთ.

მიმდინარე სეზონის პირველმა ნახევარმა გვაჩვენა, რომ ყველა მატჩში ბოლომდე უნდა იბრძოლო. ივლისში ტურინელები დავამარცხეთ, მაგრამ ეს წარსულია და მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. წელს მოკლე ვადიან მიზნებს წარმატებულად ვაღწევთ. შემდეგი მიზანი იუვეს დამარცხება და გულშემატკივრებისთვის სიხარულის მინიჭებაა. მთავარი სატურნირო ცხრილი არ გახლავთ. ჩვენ გვჯერა, რომ ბევრად უკეთ ვითამაშებთ, ვიდრე ეს "ბენევენტოს" წინააღმდეგ გავაკეთეთ.

დღევანდელ დღემდე შესანიშნავად ვიასპარეზეთ. ჩვენზე კარგი შედეგი არცერთ გუნდს არ აქვს, მაგრამ იტალიაში უამრავი ძლიერი გუნდი არსებობს, რომელთაც ერთი მიზანი ამოძრავებთ. ეს მიზანი სკუდეტოს მოგებაა. მთავარია ინტენსივობა და თამაშის ხარისხი შევინარჩუნოთ.

იბრაჰიმოვიჩი უკეთაა, მაგრამ სათამაშოდ მზად არ არის. ლეაო ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება. კონტი ძალიან საიმედო და შესანიშნავი მოთამაშეა. კრუნიჩმა მოედანზე თავისი უნარები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს." - განაცხადა პიოლიმ

შეგახსენებთ, რომ ორივე გუნდი ამ მნიშვნელოვან მატჩს დანაკლისებით ხვდება. "მილანს" ბენასერი,  საელმეკერსი, გაბია, ტონალი და იბრაჰიმოვიჩი არ ეყოლება. რაც შეეხება "ბებერ ქალბატონს", მათ ალვარო მორატა და ალექს სანდრო დააკლდებიან. შეხვედრა 6 დეკემბერს თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები