ფული დაზოგეს - ბარსელონა უესკასთან სათამაშოდ ავტობუსით გაემგზავრა
Aa
Aa

ფული დაზოგეს - ბარსელონა უესკასთან სათამაშოდ ავტობუსით გაემგზავრა

კატალონიის "ბარსელონაში", რომ ფინანსური კრიზისია ეს ახალი არ არის. კლუბში ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირდათ და ზოგადად ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ზოგავს ფულს.

ლა ლიგის მორიგ ტურში რონალდ კუმანის გუნდი "უეასკას" ესტუმრა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსა სათამაშოდ ავტობუსით გაემგზავრა და ასე 30 000 ევრო დაზოგა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კატალონიიდან უესკამდე თვითმფრინავს და ავტობუსს მგზავრობისთვის დაახლოებით ერთი დრო ჭირდება. ეს როგორ არის შესაძლებელი რთული წარმოსადგენია.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ხსენებული მატჩი 1:0 მოიგო და აქტივში სამი ქულა ჩაიწერა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ფრენკი დე იონგმა 27-ე წუთზე ლეო მესის პასით გაიტანა. ამ გამარჯვებით კუმანის გუნდი მე-5 პოზიციაზე დარჩა. ბარსამ 16 მატჩის შემდეგ 28 ქულას მოუყარა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები