მხოლოდ 7-ჯერ დაარტყეს - ლივერპულის ყველაზე ცუდი შედეგი 2010 წლის შემდეგ
Aa
Aa

მხოლოდ 7-ჯერ დაარტყეს - ლივერპულის ყველაზე ცუდი შედეგი 2010 წლის შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "ლივერპული" "საუთჰემპტონს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. "წმინდანებამდე" "მერსისაიდელები" ჯერ "ვესტ ბრომვიჩს" დაუპირისპირდნენ, ხოლო შემდეგ "ნიუკასლს".

"ვესტ ბრომვიჩთან" კლოპის გუნდმა კარში ზუსტად მხოლოდ 2-ჯერ დაარტყა და მატჩი ფრედ 1:1 დასრუკდა. "ნიუკასლთან" კი 4-ჯერ და შეხვედრა კვლავ ფრედ დასრულდა, ამჯერად 0:0.

უკანასკნელ შეხვედრაში "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ კლოპის ბიჭებმა 1 ზუსტი დარტყმა განახორციელეს. ჯამში კი ბოლო 3 თამაშში "ლივერპულმა" 7 ზუსტი დარტყმა შეასრულა და ეს შედეგი 2010 წლის 4 მარტის შემდეგ ყველაზე ცუდია.

შეგახსენებთ, რომ "მერსისაიდელებს" 17 ტურის შემდეგ 33 ქულა აქვთ და იმ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის შეხვედრას მოიგებს, "წითელი ეშმაკები" სატურნირო ცხრილში გალიდერდებიან. მომდევნო მატჩს "ლივერპული" პრემიერ ლიგაში 17 იანვარს სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავს, მაგრამ ოლე გუნარ სულშერის გაწვრთნილი შეგირდები "ლივერპულამდე" 12 იანვარს "ბარნლის" შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები